შოთა
მილორავა

შოთა მილორავა

(1925 – 1990)

 

შოთა მილორავა ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), ღირსების ორდენის კავალერი (1958), საბჭოთა კავშირისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

დაბადების თარიღი –  22 იანვარი, 1925

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

გარდაცვალების თარიღი – 16 აპრილი, 1990

გარდაცვალების ადგილი – თბილისი, საქართველო

დაკრძალულია, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში – თბილისი

 

ბიოგრაფიული მონაცემები

გაიზარდა მუსიკალურ ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. სწავლობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში.

1947 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით ((ანდრია ბალანჩივაძის კლასი);

1947 – სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი;

1952 –  სახელმწიფო საგუნდო კაპელის პედაგოგ–ქორმაისტერი;

1947 – 1952 – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმებისა და ქრონიკის ვიდეომასალების მუსიკალური რედაქტორი;

1968 წლიდან –  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი;

1977 წლიდან –  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი;

ჯილდოები და აღიარება

1945 – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1947 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

1979 – საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის სარევიზიო კომისია, წევრი

1958 – ღირსების ორდენი

1961 – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

1979 – საქართველოს სახალხო არტისტი

საპატიო ნიშნის ორდენი

შოთა მილორავა

(1925 – 1990)

 

რჩეული ნაწარმოებები

მუსიკა თეატრისათვის

30-მდე ოპერეტის ავტორი. მათ შორის:

1951 – „ერთხელ გაზაფხულზე“ – მუსიკალური კომედია  3 მოქმედებად

1952 – „სასიძოები“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1953 – „მათი ოცნება“  – მუსიკალური კომედია3 მოქმედებად

1955 – „საყვარელი დისშვილი“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1955 – „დალი“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1958 – „სიმღერა თბილისზე“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1958 – „ჭირვეული ქმრის მორჯულება“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1959 – „უცნაური სტუმრები“  – მუსიკალური კომედია 3 მოქმედებად

1960 – „მხოლოდ შენ ერთს“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1961 – „სამი ბატონის მსახური“  – ოპერეტა 3 მოქმედებად

1962 – „ბრაზილიური საუნჯე“  – საბავშვო ოპერეტა 2 მოქმედებად

1964 – „ჩვენი სიხარული“ – ოპერეტა 3 მოქმედებად

1968 – „ქორწილი თეხურას ნაპირზე“ – ხალხური ოპერეტა 3 მოქმედებად

1975 – „პაემანი ცაში“ – პათეტიკური კომედია 2 მოქმედებად

1976 – „ჩანჩურა“ – ოპერეტა 2  მოქმედებად

1979 – „სათაგური“ – საბავშვო მუსიკალური კომედია 2 მოქმედებად

1981 – „ძუნწი“ – მუსიკალური კომედია 2 მოქმედებად

1981 – „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები“ – მუსიკალური კომედია 2 მოქმედებად

 

საორკესტრო მუსიკა

1946 – „ელისო“ – სიმფონიური პოემა

1949 – „საზეიმო უვერტიურა“ – სიმფონიური ორკესტრისათვის

 

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა

1951 – მუსიკალური მომენტი – ფორტეპიანოსათვის

1951 – ორი მინიატურა ფორტეპიანოსათვის

1951 – „მელოდია“ – ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

1964 – 3 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის

1975 – „მელოდია“ – კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის

1976 – სამი პიესა – 3 ტრომბონისათვის

1982 – 7 საბავშვო პიესა ფორტეპიანოსათვის

1983 – საბავშვო პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის

 

ვოკალური-ინსტრუმენტული მუსიკა

a Cappella 

1952 – „ბედნიერი თაობა“ – ბავშვთა გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – მ. გოგიაშვილი)

1964 – „სიმღერა საქართველოზე“ – მამაკაცთა გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)

1968 – „ზამთარი“ – ქალთა გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – გ. ძნელაძე)

1968 – „უკვდავების გზა“ – ოთხ ხმიანი გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1975 – „მრავალჟამიერ“ – შერეული გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – გ. ტაბიძე)

1981 – „სახუმარო“ – შერეული გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – ხალხური)

1983 – „სიმღერა თბილისზე“ – მამაკაცთა გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – ი. აბაშიძე)

1983 – „მშვენიერო ჩემო თბილისო“ – მამაკაცთა გუნდისთვის a Cappella  – (ტექსტი – ი. ნონეშვილი)

 

გუნდები თანხლებით

1956 – „შემოდგომა თბილისში“ – სამ ხმიანი გუნდისა და ფანდურისათვის – (ტექსტი – ი.

ნონეშვილი)

1956 – „ლირიკული ვალსი“ – შერეული გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)

1961 – „კანტატა საქართველოზე“ – სოლისტის, გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია)

1966 – „სიმღერა შოთა რუსთაველზე“ – გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ო. შალამბერიძე)

 

1970 – „სიმღერა საქართველოზე“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1970 – „ყვავილების ქალაქი“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ნ. ბერიანიძე)

1973 – „სიმღერა თეხურაზე“ – სამ ხმიანი გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ა.

აბშილავა)

1974 – „მრავალჟამიერ“ – ბავშვთა სამ ხმიანი გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1974 – „ახალგაზრდული მგზავრული“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1977 – „საახალწლო“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1981 – „საზეიმო“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ა. შანიძე)

1982 – „ახალგაზრდული ვალსი“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – ვ. გოგოლაშვილი, ნ. ხუნწარია)

1983 – „დილა მშვიდობის!“ – ბავშვთა გუნდისა და ფორტეპიანოსათვის – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

 

რომანსები

1948 – „მშვენიერი გოგონა“ – (ტექსტი – ა. ყაზბეგი)

1948 – „სიმღერა“ – (ტექსტი – გ. ქუჩიშვილი)

1949 – „მე თქვენ მიყვარდით“ – (ტექსტი – ა. პუშკინი)

1948 – „მშვენიერი გოგონა“ – (ტექსტი – ა. ყაზბეგი)

1968 – „ჩემი ქვეყნის მერცხლები“ – (ტექსტი – ლ. ჭუბაბრია)

1978 – „სიმღერა სამშობლოზე“ – (ტექსტი – ს. დიასამიძე)

1979 – „თბილისის დილა“ – (ტექსტი – შ. ამირანაშვილი)

 

საესტრადო სიმღერები

1957 – „თოლია“ – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)

1959 – „რა მშვენიერი ხარ“ – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)

1957 – „ჯადოქარი“ – (ტექსტი – პ. გრუზინსკი)

1970 – „ვინც ამ გოგოს გააცინებს“ – (ტექსტი – მ. ფოცხიშვილი)

1957 – „გაზაფხულის სიმღერა“ – (ტექსტი – დ. გვიშიანი)

 

კინოსა და თეატრის მუსიკა

მუსიკა თეატრისთვის – 20-ზე მეტი სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მათ შორის:

„პატარა კახი“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები“, „ელისო“

 

ფილმოგრაფია

1968  – „ტარიელ გოლუა“ – რეჟისორი  –  ლევან ხოტივარი

1976  – „ფლეიტა“ – რეჟისორი  –  გიორგი დადიანი

 

ანიმაცია

1978  – „ზღაპარი ბაჩოსა და მის დედაზე“ – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

1979  – „ბაჩო მიდის ბებია სთან“ – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

1981  – „დათვის ბელი ბუთხუზი“ („ყველაზე გემრიელი“) – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

1984  – „ზღაპარი ბორბლებზე“ – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

1984  – „ძაღლი, ზღარბი და ნიკო“ – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

1984  – „ზღარბი, ძაღლი და ნიკო“ – რეჟისორი  –  კარლო სულაკაური

შოთა მილორავა

(1925 – 1990)

 

შოთა მილორავამ სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა, ხალხის სიყვარული. მისი მუსიკა ჟღერდა საკონცერტო ესტრადაზე, მისი სიმღერები რეპერტუარში ჰქონდა თითქმის ყველა გამოჩენილ მომღერალსა და საესტრადო ანსამბლს. მის გუნდებს ასრულებდნენ მთელი საქართველოს მუსიკალური კოლექტივები.

შოთა მილორავა ისტორიაში შევიდა, როგორც მუსკომედიის, ოპერეტის ჟანრის კლასიკოსი. მის სახელს უკავშირდება ათეული წლების მანძილზე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის განვითარება და წარმატება.

შოთა მილორავა პროფესიულ მუსიკაში ხალხური მუსიკის წიაღიდან მოვიდა. როგორც მუსიკოლოგი გულბათ ტორაძე წერს: „იგი სწორედ იმ თვითნაბად ნიჭიერ სახალხო მუსიკოსთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ძალებითაც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ჩვენი უმდიდრესი  და სწორუპოვარი ხალხური მუსიკა“ .

მან საფუძვლიანი სკოლა გაიარა მეჩონგურეთა ანსამბლში, რომელსაც ალექსანდრა ფოცხვერაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ანსამბლში მოღვაწეობდა მისი დედა – ნინა მილორავა, ამიტომაც სულ პატარაობიდან ეზიარა ფოკლორულ გარემოს, დაეუფლა ჩონგურზე, ფანდურზე დაკვრას. შემდგომ გადაინაცვლა საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, სადაც პიანისტ-კონცერტმაისტერის და პედაგოგ-ქორმაისტერის ფუნქციებს ასრულებდა. ხალხურ მუსიკასთან სიახლოვემ განსაკუთრებით თავი იჩინა მის საგუნდო ქმნილებებში.

შოთა მილორავას ნიჭიერება, პროფესიონალიზმი, დახვეწილი გემოვნება თავდაპირველად წარმოჩნდა გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც შესრულდა მისი კამერული ქმნილებები: საფორტეპიანო მინიატიურები (1951), აღსავსე ლირიზმით, უშუალობით, ასევე მელოდია ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის (1951). ქართული ინსტრუმენტული მუსიკისათვის საყურადღებო ნიმუშებს წარმოადგენდა 70-იან წლებში შექმნილი ნაწარმოებები:   მელოდია კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის (1974), ორი პიესა სამი ტრომბონისათვის (1976). ეს თხზულებები პრემიებით დაჯილდოვდა საქართველოს კომპოზიტორთა რესპუბლიკურ კონკურსებზე. თავის დროზე წარმატება ხვდა წილად მის სიმფონიურ ნაწარმოებებსაც: სიმფონიურ პოემას „ელისო“ (1946), „საზეიმო უვერტიურას“ (1950).

შოთა მილორავას  მრავალმხრივი მოღვაწეობა: ხალხური მუსიკის სამყარო, აკადემიური მუსიკის სხვადასხვა ჟანრები, საესტრადო ხელოვნება  გახდა მიმავალი გზა მისი შემოქმედების მთავარი სფეროსკენ  – მუსიკალური თეატრისაკენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შოთა მილორავამ  დიდი როლი შეასრულა ქართული ოპერეტის ფორმირებაში. მუსიკოლოგ ანტონ წულუკიძის სიტყვებით: „შოთა მილორავას ნაწარმოებებში  კლასიკური ოპერეტის ფორმები ქართულ ნიადაგზეა ასიმილირებული“. კომპოზიტორმა ზემოთ დასახელებული ჟანრის 30-მდე ნიმუში შექმნა, ამიტომაც მას „ქართველი კალმანი“ შეარქვეს.

გასული საუკუნის 50-80-იან წლებში ჩქეფდა თბილისის მუსკომედიის თეატრის ცხოვრება, მთელი საქართველო აქ მოეშურებოდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შოთა მილორავას შემოქმედებაც გახლდათ.

კომპოზიტორს პირველი წარმატება მოუტანა ოპერეტამ „სასიძოები“ (1952), რომელიც პეტრე გრუზინსკის ლიბრეტოს მიხედვით დაიწერა.  განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა დრამატურგ ლევან ჭუბაბრიასთან. დიდი პოპულარობა მოიპოვა მათმა ერთობლივმა ნამუშევარმა, ოპერეტამ „სიმღერა თბილისზე“ (1958), რომელიც თბილისის 1500 წლისთავს მიეძღვნა და  მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა იმ პერიოდის თბილისის  მუსკომედიის თეატრის რეპერტუარში. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მაყურებელს იზიდავდა მათი ერთობლივი ნაწარმოებები: „საყვარელი დისშვილი“ (1955),  „მხოლოდ შენ ერთს“ (1960), „სამი უფროსის მსახური“ (1961); ასევე წარმატებული იყო  ოპერეტები: „მე და ჩემი მეზობელი“ (1963. ლიბრეტო ნოდარ ხუნწარიასი), „ჩანჩურა“ (1976. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით), „ჯარში მიდის დედისერთა“ (1975.  ლიბრეტო ნოდარ ხუნწარიასი),  „პაემანი ცაში“ (1975. ლიბრეტო  აკაკი გეწაძის), „ძუნწი“ (1981. ლიბრეტო გურამ მელივასი)…  დასახელებული ოპერეტების პოპულარობას დემოკრატიული ენის, მელოდიურობისა და  უშუალობის გარდა კიდევ ერთი თვისება –  რეალისტურობა   განაპირობებდა. ამ ნაწარმოებებში  ცხოვრების პოზიტიური მოვლენების ასახვასთან ერთად,  ადგილი ჰქონდა მანკიერი მხარეების მხილებასაც, რაც გულითადი იუმორით იყო მოწოდებული.

ქართული საესტრადო ხელოვნების ჰიტებად იქცა შოთა მილორავას სიმღერები: „თოლია“, „ყვავილებში დამეკარგე“, „ისევ ის ბაღი“, “ჩიორა“, „მოდი მალე“, „შემირიგდი“,  „ჩემო ჩიტუნია“…

მის სიმღერებს ასრულებდნენ: საესტრადო ორკესტრი „რერო“, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები: „ორერა“, „დიელო“ , „ციცინათელა“, „კოლხეთი“ და სხვ. მომღერლები: ლილი გეგელია, მარეხ გოძიაშვილი, გიული ჩოხელი, ნანი ბრეგვაძე,  ნაზი დუმბაძე, ნანული აბესაძე და სხვ. დღეს მის სიმღერებს  სხვადასხვა ინტერპრეტაციით ახმიანებენ  ახალი თაობის მომღერლები,

საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრები მასპინძლებს არაერთხელ დამშვიდობებიან შოთა მილორავას სიმღერით: „არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია!“

 

მუსიკოლოგი

თამარ წულუკიძე