ვახტანგ
მაჭავარიანი

ვახტანგ მაჭავარიანი

(1951)

 

ვახტანგ მაჭავარიანი – ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის შვილი.

დაბადების თარიღი –  18 თებერვალი, 1951

დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო

 

ბიოგრაფიული მონაცემები

1973 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობით (ემილ გურევიჩის კლასი);

1977 – დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადირიჟორო ფაკულტეტი (ოდისეი დიმიტრიადის კლასი);

1987 – 1991 – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი;

1987 – 1990 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი დირიჟორი;

1991 წლიდან – პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია – ასისტენტ–სტაჟირების კურსი გენადი როჟდესტვენსკის ხელმძღვანელობით;

1990 – შექმნა საბჭოთა ფესტივალის ორკესტრი (შემდგომში მოსკოვის ფესტივალის ორკესტრი);

ამავე პერიოდში ვენის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის და მთავარი დირიჟორის ლორინ მააზელის ასისტენტია;

1996 წლიდან – ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის GMD და მთავარი დირიჟორი;

1998 წლიდან – საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1998 – პაატა ბურჭულაძის თაოსნობით დაარსებული საოპერო მუსიკის ფესტივალის „ბრავო“  არტისტული დირექტორი;

2000 – 2008 – რუსეთის ფედერაციის დიდი სიმფონიური ორკესტრის “მილენიუმის” GMD;

2011 წლიდან – რეგულარულად თანამშრომლობს თურქეთის საპრეზიდენტო სიმფონიურ ორკესტრთან;

დღემდე – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი მოწვეული დირიჟორი;

 

ვახტანგ მაჭავარიანის თანამშრომლობა უკავშირდება 80–ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრს და 25–ზე მეტ საოპერო თეატრს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის: ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი, ლონდონის „ფილარმონია” ორკესტრი, საფრანგეთის და ბელგიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრები, გერმანიის წამყვანი სიმფონიური და რადიო სიმფონიურ ორკესტრები, შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრი, პეტერბურგის ფილარმონიის და „მარიას” თეატრის ორკესტრები, სსრკ რადიოს და ტელევიზიის დიდ სიმფონიური ორკესტრი, მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი, სსრკ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრი, სსრკ კულტურის სამინისტროს სიმფონიური ორკესტრი…

 

ჯილდოები და აღიარება

2011 – საქართველოს ბრწყინვალების ორდენი