ჩვენ შესახებ

GeoAPDIC

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის, განვითარებისა და ინფორმაციის ცენტრის (GeoAPDIC) მიზანია ქართული მუსიკის პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით.  GeoAPDIC მსოფლიოს მუსიკალური ასოციაციის (IAMIC) ერთადერთი ქართული  ორგანიზაციაა.

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის, განვითარებისა და ინფორმაციის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროსთან ერთად სათავეში ჩაუდგა პროექტს „ქართული კლასიკური მუსიკის საგანძური – ციფრული არქივი და ქართული მუსიკის ვებ პორტალი“. პროექტი მოიაზრებს ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების თანამედროვე სტანდარტით დიგიტალიზაციას (პარტიტურები, ინსტრუმენტთა პარტიები, ნაწარმოებების ელექტრონული აუდიო ფაილები),  აღდგენა-რედაქტირებას, კონსერვაციას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ დაცვას, და პერსპექტივაში მის წარმოჩენას მსოფლიო ასპარესზე.

ინტერნეტ პლატფორმა georgianclassic.ge პირველი  ორენოვანი (ქართული და ინგლისური) საიტია ქართველ კომპოზიტორთა შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მუსიკალური ხელოვნების მოყვარულთათვის, დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ევროპისა და ამერიკის მუსიკალური ორგანიზაციებისთვის.

საერთაშორისო ასპარეზზე, პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციაა – მუსიკალური საინფორმაციო ცენტრების საერთაშორისო ასოციაცია (IAMIC).

პროექტში ასევე მონაწილეობენ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რაც აფართოებს და მნიშვნელოვანს ხდის პროექტის საგანმანათლებლო-სასწავლო ასპექტს.

ჩვენი გუნდი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროგრამა

„ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის, განვითარებისა და ინფორმაციის ცენტრი

პროექტი

„ქართული კლასიკური მუსიკის საგანძური – ციფრული არქივი“

პროექტის ავტორები

თამარ ნასიძე – მაყაშვილი

თამარ ქერეჭაშვილი

პროექტის ხელმძღვანელი

თამარ ქერეჭაშვილი

აღმასრულებელი მენეჯერი

თამარ ნასიძე-მაყაშვილი

მუსიკალური რედაქტორი

თამარ ჩხეიძე

ხელნაწერი სანოტო მასალის რედაქტორი

ზურაბ ნადარეიშვილი

კორექტურა

მაია სირაძე

ანოტაციის ავტორი

თამარ წულუკიძე

ანოტაციის თარგმანი

თამარ ხარაძე

დიზაინი

ნინო შოშიაშვილი

მოდელირება

ილია სოლომონია

პროგრამული უზრუნველყოფა

ლერი ჭეჭელაშვილი, სამველ პერიხანიან, ერეკლე სამადაშვილი, მანანა ჟღენტი, ევგენი ინჩაგოვი, ირაკლი არეშიძე, ეკა ჭაბაშვილი, გიორგი შავერზაშვილი

დაკაბადონება

მაკა ცომაია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროგრამა

„ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა“

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის, განვითარებისა და ინფორმაციის ცენტრი

პროექტი

ქართული კლასიკური მუსიკის ვებ პორტალი – WWW. GEORGIANCLASSIC.GE

ნიკოლოზ შენგელია

თორნიკე სარსევანიძე

სანდრო მაყაშვილი

ნინო შოშიაშვილი

იურიდიული კონსულტანტი

სანდრო მაყაშვილი

© საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

© ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის, განვითარებისა და ინფორმაციის ცენტრი

© ბადრი ვადაჭკორია – ვებ გვერდის ფოტომასალა – ყველა უფლება დაცულია